აღწერა



ყოველი წლის 27 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელი ვარიანი უამრავ სტუმარს მასპინძლობს


1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში, მღვდლის ოჯახში, იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. მის კალამს უკავშირდება "დედა ენის," "ბუნების კარის",  "РУССКОЕ СЛОВО"-სა და ქართული ანბანის დაბადება. მისი შემოქმედებიდან ყველასთვის ცნობილი ნაწარმოებებია "იავნანანამ რა ჰქმნა?!", "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", "თხა და გიგო" და სხვა. იგი 1912 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მისი შემოქმედება დააფასეს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ტრადიციულად იაკობობა ვარიანში წელსაც აღინიშნა.

იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში იაკობობა აღინიშნა. მწერლის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო სკოლებმა წარმოადგინეს ფაცხები შემოდგომის ნობათით(მათ შორის იყო ჩვენი სკოლა). ღონისძიების ფარგელბში ბავშვებმა გააცოცხლებეს იაკობის ნაწარმოებების გმირები. საწნახელში დაიწურა ყურძენი. სტუმრებს შეეძლოთ ამოევლოთ ჩურჩხელები და დაეგემოვნებინათ ნამდვილი ქართული ღვინო. მსახიობებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები წარმოადგინეს. ასევე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ბავშვებისა და ანსამბლ „მაჩაბელას“ მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან . ღონისძიების დაწყებამდე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ და ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა იაკობ გოგებაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

No comments:

Post a Comment